ავტოტრანსპორტის დაზღვევა

ავტო დაზღვევა  მფლობელს ეხმარება ავტომობილის დაზიანება/განადგურება/ქურდობის, ასევე მძღოლისა და მგზავრის დაზარალებასთან დაკავშირებული ფინანსურ დანახარჯების თავიდან აცილებაში. დაზღვევის  პოლისი ასევე  ანაზღაურებს ზარალს, რომელიც თქვენი ბრალეულობით მიადგა სხვა ავტომობილს, სხვის ქონებას ან ჯანმრთელობას.

ავტო-დაზღვევა ანაზღაურებს შემდეგი რისკების შედეგად გამოწვეულ ზარალს:

  • ავტოსაგზაო შემთხვევა
  • ქურდობა, ძარცვა, გატაცება
  • ხანძარი, აფეთქება, თვითაალება
  • ვანდალიზმი (მესამე პირის მიერ განხორციელებული ბოროტგანზრახული ქმედება)
  • საგნების ვარდნა
  • სტიქიური მოვლენები.

     ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, დაზღვეული შეძლებს ისარგებლოს  ავტოდაზღვევის ჯგუფის 24 საათიანი უფასო მომსახურებით.

 ანაზღაურების ლიმიტს ირჩევთ თავად (  5000, 7000, ან 10000 ლარი.)