სამოგზაურო დაზღვევა

    სამოგზაურო დაზღვევა ითვალისწინებს პოლისით სარგებლობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში სადაზღვევო არეალში. სამოგზაურო პოლისი ფარავს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს საზღვარგარეთ ყოფნისას, მაგალითად: საკვებით მოწამლვა, ტრავმა, მოტეხილობა, ალერგია, დამწვრობა, მწერის ან ცხოველის ნაკბენი, ყურის ანთება, ბრმა ნაწლავის ანთება, გასტრიტის გამწვავება და სხვა. პოლისი ასევე ითვალისწინებს გადაუდებელ სტომატოლოგიურ მომსახურებას.

   პოლისი მოქმედებს მთელ მსოფლიოში და ითვალისწინებს ანაზღაურებას 50 000 EU/USD ფარგლებში.

   ერთჯერადი პოლისს ირჩევთ იმ შემთხვევაში ,  როდესაც კონკრეტული ვადით გიწევთ საზღვარგარეთ გამგზავრება და თქვენს მოგზაურობას არ აქვს რეგულარული ხასიათი  და პოლისს იძენთ  იმ ვადით, რა ვადითაც აპირებთ ქვეყნის დატოვებას. მრავალჯერადი სამოგზაურო პოლისით (მულტიპოლისი)  შეგიძლიათ  მთელი წლის განმავლობაში ისარგებლოთ.  ერთჯერადი პოლისის შემთხვევაში 1 დღის დაზღვევის  ფასი მერყეობს  90 თეთრიდან  1,50 ლარამდე . 

    სამოგზაურო  პოლისის შესაძენად  საჭიროა   საზღვარგარეთის პასპორტი.