ქონების დაზღვევა

    ქონების დაზღვევის  საშუალებით მფლობელს  შეუძლია თავი დაიცვას გაუთვალისწინებელი  მოვლენებისგან, რომლებიც გამოწვეულია უძრავი ქონების ან მისი შიგთავსის დაზიანებით ან მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად მისი განადგურებით.

სადაზღვევო ობიექტები:

  • კომპანიის კუთვნილი ნებისმიერი სახის უძრავი ქონება, შენობები და ნაგებობები;
  • სასაწყობე და სასაქონლე მარაგები;
  • საწარმოო ხაზი და ცალკეული მანქანა-დანადგარები.

სადაზღვევო რისკები:

  • ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა, საფრენი აპარატის ან მისგან გადმოვარდნილი საგნების დაცემა;
  • სტიქიური უბედურებები: წყალდიდობა, შტორმი, ქარიშხალი, სეტყვა, მეწყერი, ზვავი, თოვლის სიმძიმე, ქვების ვარდნა;
  • მიწისძვრა;
  • ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა;
  • წყლით დაზიანება,დატბორვა;
  • სხვადასხვა საგნების დაცემა, სატრანსპორტო საშუალების შეჯახება;
  • მესამე პირთა მართლსაწინაამღდეგო ქმედება, ვანდალიზმი;
  • მინების მსხვრევა.

       სადაზღვევო თანხის სიდიდე განისაზღვრება ერთის მხრივ ქონების აღდგენითი ღირებულებით შენობა-ნაგებობის შემთხვევაში, ხოლო მეორეს მხრივ ქონების შენაცვლებითი ღირებულებით სასაწყობე/სასაქონლე მარაგებისა და საწარმოო ხაზის შემთხვევაში.