სამირას ბლოგი

სწავლისთვის არასდროს გვიან არ არის. 2008 წლიდან დაიწყო ჩემი როგორც აქტიური მოქალაქეობრივი ცხოვრება. ვსწავლობდი, ვმუშაობდი, ტრენინგებს,შეხვედრებს ვესწრებოდი. რა თქმა უნდა შეზღუდული დრო მქონდა, მაგრამ  მაინც ყველაფერს ვასწრებდი, იმიტომ რომ მარტო სწავლაზე, გამოცდილების მიღებაზე ორიენტირებული ვიყავი. ძალიან რთული წლები იყო ჩემთვის. 25 წლისა ვიყავი, როცა ეთნიკური უმცირესობებისთვის 1+4 მოსამზადებელ პროგრამაზე ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. როგორ საზოგადოების აქტიური წევრი  მინდოდა მაგალითი ვყოფილიყავი ახალგაზრდებისათვის, რომლებიც 22–23 წლის ასაკში ფიქრობენ, რომ დააგვიანეს უმაღლესი განათლების მიღება.  მინდოდა მაგალითი ვყოფილიყავი  საზოგადოებისთვის, რომელიც ფიქრობს რომ გოგონასთვის სწავლა არ არის საჭირო.  ასევე მინდოდა მაგალითი ვყოფილიყავი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფიქრობენ რომ ერთი ბაკალავრის ხარისხი საკმარისია.  მინდოდა მაგალითი ვყოფილიყავი ჩემი თავისთვისაც, რომ  პირადი განვითარებისთვის მეზრუნა, ამეღო პასუხისმგებლობა და ვალდებულება იმაზე,  რომ როგორც საქართველოს მოქალაქემ   ბევრი რამ უნდა გავაკეთე იმისათვის, რომ  ჩემი წვლილი შევიტანო ჩემი ქვეყნის განვითარებში.

უნივერსიტეტში, რომ ჩავაბარე არავინ იცოდა, არც ჩემმა მშობლებმა. უნივერსიტეტში სიარული რომ დავიწყე, ბევრ სტუდენტს ეგონა, რომ ლექტორი ვიყავი. ბევრი მეუბნებოდა, -  არ გეზარება, ერთი უნივერსიტეტი გაქვს უკვე დამთავრებული, საკმარისია. მე  ვეუბნეობდი, რომ შენი დღევანდელი განათლება შენი მომავლის გარანტიაა, განათლება დაგეხმარებათ ცხოვრების შემდგომ რთული ეტაპზე. მათ  ჩემ გამოცდილებას ვუზიარებდი, ჩემი სამსახურის შესახებ ველაპარაკებოდი და ვხედავდი, რომ სტუდენტები მოტივირებულები ხდებოდნენ.  სემინარები თუ სამუშაო დღეებს ემთხვეოდა , ლექტორებთან შეთანხმებით შემდგომ ორ ლექციას ერთად ვაბარებდი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემ ლექტორებს გაგებისთვის.  1+4 პროგრამა საშუალებას გაძლევს, რომ ადვილად ჩააბარო უმაღლეს სასწავლებელში. კარგათ ვიცით ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა განათლებისა და სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით. ძალიან იშვიათად ხდება, რომ მოსწავლე მომზადების გარეშე აბარებს ოთხივე გამოცდას. ბევრი ოჯახს ნამდვილად არ აქვს შესაძლებლობა 4 საგანში მოამზადოს შვილი.  მეორე პრობლემაა, რომ ადამიანებს აქვთ ფული, მაგრამ საჭიროდ არ თვლიან ინვესტიცია განათლებაში ჩადონ.  არადა ეს ის უნიკალური შანსია, რომელიც მე თვითონ  გამოვიყენე. ფიზიკურად დრო არ მქონდა გამოცდებისთვის მოვმზადებულიყავი, არც საკმარისი თანხა მქონდა. მაგრამ სწავლა მინდოდა. ჩემი განათლებისთვის საჭირო ხარჯებს მე თვითონ ვიხდიდი ოჯახის დახმარების გარეშე.

ახლა მინდა დავწერო ამ პროგრამის უნივერსიტეტში განხორციელებაზე. მე ვფიქრობ, რომ რაც იყო მასალა გათვალისწინებული ქართულ ენაში მომზადებისათვის საკმარისი არ იყო. ჩვენთვის ქართული ენის სწავლა ნამდვილად ძნელია,  ქართული ენა ისედაც ძნელია. დამატებითი პრაქტიკული საგნები არის საჭირო. ქართული ენა ვინც არ იცოდა, ის ფიქრობდა, რომ საკმარისი იყო რასაც ასწავლიდნენ. მაგრამ მე როგორც უმაღლესდამთავრებული, ვხედავდი რომ ეს საკმარისი არ იყო.  უნივერსიტეტში სწავლა არ არის ადვილი, ძალიან ბევრი წასაკითხი მასალაა. სტუდენტებისთვის პირველ კურსზე ძნელია ენის სწავლა. კიდევ პროფესიული მიმართულებითაც უნდა მიიღონ ცოდნა. ბევრი ფიქრობს, რომ როგორც მოსამზადებელ პროგრამაზე, ისე სწავლის შემდგომ საფეხურებზეც ადვილია სწავლა. ზოგი მომავალში ირჩევს იურიდიულს, ეკონომიკურს და ა.შ.  ძალიან რთული საგნებია, ამას ენის ბარიერიც ემატება. ამიტომ ძალიან კარგად უნდა ისწავლო, თვითონაც უნდა მოიძიო სხვა წყაროები, აიღო წიგნები ბიბლოთეკიდან, გააუმჯობესო ქართული ენა სხვადასხვა დამხმარე მასალის საშუალებით.  ჩემ კურსელებს სულ ვეუბნებოდი, რომ დრო არ დაეკარგათ ტყუილად და უაზროდ. ძალიან კარგი იქნება თუკი აზერბაიჯანელები და სომხები ერთ  ჯგუფში ისწავლიან. ასე მათ  საერთო საკონტაქტო ენა  (ქართული) ექნებათ, რაც უფრო დაეხმარებათ ენის სწავლაში.

ახლა მეორე კურსზე სოციალურ-პოლიტიკურ მეცნეიერებათა ფაკულტეტზე სოციოლოგიის მიმართულებით ვსწავლობ. ჩემთვის ცოტა ადვილია, რადგან ვიცოდი ქართული ენა  და ახლა სოციოლოგიის მიმართულებით ვმუშაობ. მაგრამ ყველას არ აქვს ასეთი შანსი, რომ ერთდროულად სწავლობდეს  და იღებდეს პრაქტიკას იმავე მიმართულებით. ბევრი მეკითხება რაზე ვსწავლობ, რა არის სოციოლოგია, მომავალში ვინ გავხდები. იმიტომ ავირჩიე ეს მიმართულება, რომ ჩვენ რეგიონში - ქვემო ქართლში ამ მიმართულებით არავინ სწავლობდა, დავინახე, რომ ნამდვილად მოთხოვნადი პროფესია იყო და ჩემ თავს აქ უფრო ვხედავდი, ვიდრე სხვა მიმართულებით.

უნდა გააანალიზოთ რომელ სფეროში შეგიძლიათ იპოვოთ თქვენი თავი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ სხვების სურვილებს ასრულებ, შენ ტყუილად ხარჯავ  დროსა და ენერგიას. ვერც მომავალში გახდები შესაბამისი კადრი და ბოროტად გამოიყენებ შენს სამსახურეობრივ  მოვალეობას. თუ არ გიყვარს არჩეული პროფესია, თუ ნიშნების გამო ისწავლი,  ბოლოს შენ თვითონ მიხვდები რომ არაფერი იცი. პროფესიის შერჩევის დროს აუცილებლად გაითვალისწინეთ რამდენად მოთხოვნადია ის. სწავლის შემდეგ ასე ადვილი არ არის სამსახურის შოვნა. უნივერსიტეტში მარტო საუნივერსიტეტო მასალითა და საგნებით არ დაკმაყოფილდით, გაიარეთ ტრენინგები. აუცილებლად გამოყავით დრო ამისთვის, იქ გაიცნობთ  სხვა ახალგაზრდებსაც და გაუზიარებთ ერთმანეთს აზრებს.  

გავლილი ტრენინგები და კურსები ჩაწერეთ თქვენს რეზუმეში.  მახსოვს ერთხელ ერთ ადამიანს შევხვდი ტრენინგზე. ორი წლის შემდეგ ერთ პროგრამაზე მქონდა გაგზავნილი აპლიკაცია და გასაუბრების დროს სწორედ ეს ადამიანი იყო ჟიურიში. რადგან მიცნობდა და იცოდა ჩემ შესახებ, ამირჩია და გავხდი პროგრამის წარმატებული მონაწილე.

ჩემი ლექციები საღამოს საათებშია და შაბათობითაც არის, ცოტა ვიღლები, მაგრამ ვასწრებ ყველაფერს. მარნეულიდან თბილისამდე 45 წუთია, გზაში არ ვკარგავ დროს, სემინარისთვის ვემზადები. თან ვმუშაობ... თუ რაიმე დამჭირდა ფინანსურად დამოუკიდებლად ვაგვარებ ყველაფერს.

ყოველ თვე ვმოგზაურობ  საქართველოშიც და  საზღვარგარეთაც. რაც უფრო ბევრს ვეცნობი,  მით უფრო იცვლება ჩემი შეხედულებებიც, მუზეუმებში დავდივარ, ვნახულობ ისტორიულ ადგილებს. ჩემი განათლება ჩემი კეთილდღეობის გარანტია. არ ვფიქრობ, რომ  რადგანაც ქალი ვარ, ვერ შევძლებ ბევრ რამეს. ეს ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული და არა სქესზე. მეც თავიდან ასე ვფიქრობდი,  რადგან ასე ვიყავი გარზდილი, -  შენ გოგო ხარ და ბევრ რამეს ისე ვერ შეძლებ როგორც კაცები, შენ ხარ სუსტი სქესის წარმომადგენელი. მივხდი, რომ ეს სიტყვები მითია. პირველ რიგში ჩემ თავს დავუმტკიცე,  რომ მითია, რომ  ქალი ძლიერია. მე ყველაფერი შევძელი, მე გავიმარჯვე, თქვენც იყავით გამარჯვებული!

ვმუშაობ  კარგ სამსახურში, მაგარ გუნდთან ერთად. მოსამზადებელი კურსიდან ერთი რამ მახსოვს: ქართულად გამარჯობათ  არასწორი ფორმაა, უნდა ვთქვათ - გამარჯობა. ამ სიტყვას დღეში ძალიან ბევრჯერ ვხმარობთ. როცა ქართველებს ვესალმები, ხანდახან ამბობენ -გამარჯობათ,  მე კი ვეუბნები, სწორი ფორმა რომელია.  შემდეგ   იწყება ხუმრობა, რომ გოგოოო მე ქართველი ვარ, ქართული ჩემი ენაა.  მე კი ვეუბნები, რომ შეიძლება ქართული კარგად არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ გრამატიკულად ეს არასწორია. ეს სიტყა რაღაც- ნაირად ჩემი საყვარელი სიტყვა გახდა და არ მომწონს არასწორად რომ მესმის. შემიყვარდა სიტყვა  გამარჯობა. მოსამზადებელ კურსზე ერთმა ლექტორმა ჯიუტად გვასწავლა, რომ არ ვთქვათ  გამარჯობათ... მეც ჯიუტად ვასრულებ ამ ტრადიციას.