თსუ-ს სტუდენტთა სპექტაკლი გენდერული თანასწორობის შესახებ


 11 აპრილს, 14:00 საათზე თსუ ახალგაზრდულ ცენტრში (მისამართი: ქ. წამებულის 55, თსუ VII კორპუსი) გაიმართება სპექტაკლი "მაპატიე".

სპექტაკლი, რომელიც გენდერული თანასწორობის თემას ეხება ცენტრის სტუდენტების ინიციატივით დაიდგა და მასში თავად მონაწილეობენ.

რეჟისორი და სცენარის ავტორი: ანარ რაფიგოღლუ (გუმბათოვი)
მონაწილეობენ:
ლეილა აქპეროვა
რაბილ ისმაილოვი
მანდარ სარდაროვი
შენაიატ სადიკოვი

სპექტაკლის ხანგრძლივობა: 90 წუთი

სპექტაკლის დასრულების შემდეგ, დრო დისკუსიას დაეთმობა.

გთხოვთ მობრძანდეთ!

სპექტაკლი იმართება "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები არიან „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ CCIIR და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლებიც თსუ ახალგაზრდული ცენტრის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ.