ლილითის წერილი სტუდენტებს

მე ვარ ლილით ოგანესიანი, თბილისის სახელმწიფო უნიერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული.

2011 წელს დავამთავრე ახალციხის მე–3 სომხურენოვანი საჯარო სკოლა. ამავე წელს „1+4“ პროგრამით ჩავაბარე უმაღლესში და 100%–იანი დაფინანსებით მოვხვდი თსუ–ს ქართული ენის მოსამზადებელ კურსზე. ბუნებრივია, ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვიყავი ასეთი მიღწევით. თუმცა, როცა ჩამოვედი თბილისში და აღმოვჩნდი აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობაში, ძალიან შემეშინდა. 17 წლის ასაკში დავიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება უცხო ქალაქში, სადაც არავის ვიცნობდი და ფაქტიურად არ მესმოდა იქაური ხალხის ენა.

ვრცლად »

სამირას ბლოგი

სწავლისთვის არასდროს გვიან არ არის. 2008 წლიდან დაიწყო ჩემი როგორც აქტიური მოქალაქეობრივი ცხოვრება. ვსწავლობდი, ვმუშაობდი, ტრენინგებს,შეხვედრებს ვესწრებოდი. რა თქმა უნდა შეზღუდული დრო მქონდა, მაგრამ  მაინც ყველაფერს ვასწრებდი, იმიტომ რომ მარტო სწავლაზე, გამოცდილების მიღებაზე ორიენტირებული ვიყავი. ძალიან რთული წლები იყო ჩემთვის. 25 წლისა ვიყავი, როცა ეთნიკური უმცირესობებისთვის 1+4 მოსამზადებელ პროგრამაზე ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. როგორ საზოგადოების აქტიური წევრი  მინდოდა მაგალითი ვყოფილიყავი ახალგაზრდებისათვის, რომლებიც 22–23 წლის ასაკში ფიქრობენ, რომ დააგვიანეს უმაღლესი განათლების მიღება.

ვრცლად »