დღეს გაიმართა ტუტორებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე ერთ-ერთმა ტუტორმა, ქეთი ზარანდიამ წარმოადგინა ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის სტუდენტთა გამოკითხვის შედეგები, რომელიც ეხებოდა საბაკალავრო საფეხურზე გადასვლის ეტაპისათვის პროფესიების არჩევას. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოიკვეთა პრიორიტეტული პროფესიული მიმართულებები და შესაბამისად დაიგეგმა პრეზენტაციების მომზადება.ტუტორებმა თავიანთი სპეციალობის მიხედვით გადაინაწილეს პრეზენტაციების თემატიკა. ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის სტუდენტებთან დაგეგმილი  საინფორმციო შეხვედრების მიზანია მათთვის საინტერესო პროფესიებისა და შესაბამისი ფაკულტეტების შესახებ ცნობიერების ამაღლება, საბაკალავრო საფეხურზე გადასვლის პროცედურების გაცნობა, კონკრეტულ საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის თავისებურებებისა და მიდგომების გაზიარება, ასევე ტუტორების მხრიდან საკუთარი გამოცდილების გაზიარება.

 აღნიშნული პრეზენტაციები გარკვეულწილად მოამზადებს ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტებს საბაკალავრო საფეხურზე გადასვლის ეტაპისათვის და  ხელს შეუწყობს მათი აკადემიური და სოციალური ინტეგრაციის პროცესს.