არასდროს შეგრცხვეთ საკუთარი წარმომავლობის და არც მშობლიური კილოკავით საუბარს მოერიდოთ, თორემ თუ არა თქვენ - სხვა ვინ დააფასებს იმას, რაც თქვენთვის უნიკალურად ძვირფასია?!
ჩემი სტუდენტობა მხოლოდ უნივერსიტეტი ან მეგობრები არასდროს ყოფილა ...
ყოველთვის ძალიან მიყვარდა ახალი ადგილების ნახვა, იქ მცხოვრები ადამიანების გაცნობა და მათი ისტორიების მოსმენა, ამაზე სასიამოვნო პროცესი ჩემთვის არ არსებობს. გასულ წელს გადავწყვიტე „ჯავახეთის სტუდენტურ ექსპედიციაში“ მიმეღო მონაწილეობა და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ იქ მეორე ოჯახს გავიჩენდი...
შიში, გაუცნობიერებელი შებოჭილობა, განსხვავებების წინა პლანზე წამოწევა, გაუცხოება, უნდობლობა.... ეს იმ დაბრკოლებების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან ურთიერთობის დროს იჩენს თავს. ეს ლოგიკურიცაა, რადგან განსხვავებული ეთნიკური კუთვნილება ხშირ შემთხვევაში გულისხმობს განსხვავებულ რელიგიას,
ყოველთვის როდესაც კალამს ვიღებ გამაჩნია მიმართულება, მიზანი, მაქვს შთაგონების წყარო,რომელიც წერას „მაიძულებს“. ამჯერად ჩემი შთაგონების წყარო საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში, კახეთში სტუმრობა და ამ მხარის გაცნობა იყო. 2016 წლის 12 სექტემბერი იყო.მე პირველად ვეწვიე კახეთს.
სოციოლოგიის ლექციიდან პირდაპირ ბავშვებთან შესახვედრად გავიქეცი...უნივერსიტეტის ეზოში ბევრი სტუდენტი ირეოდა და მეც კითხვა-კითხვით მივაგენი ჩემს 30-ე ჯგუფს...ეს იყო შემთხვევა, როცა ნერვიულობისგან ცოტა ხნით ღიმილი დამავიწყდა და რაღაც უფრო ოფიციალურიც გავხდი, თუმცა ბავშვებმა თვითონ შემახსენეს ღიმილი და მეც მოვეშვი...
სწავლისთვის არასდროს გვიან არ არის. 2008 წლიდან დაიწყო ჩემი როგორც აქტიური მოქალაქეობრივი ცხოვრება. ვსწავლობდი, ვმუშაობდი, ტრენინგებს,შეხვედრებს ვესწრებოდი. რა თქმა უნდა შეზღუდული დრო მქონდა, მაგრამ მაინც ყველაფერს ვასწრებდი, იმიტომ რომ მარტო სწავლაზე, გამოცდილების მიღებაზე ორიენტირებული ვიყავი. ძალიან რთული წლები იყო ჩემთვის.
როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე ვიცოდი, რომ ცხოვრების იმ ეტაპზე გადავედი, სადაც ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული. მივხდი, რომ გავიზარდე და მქონდა პასუხისმგებლობა, პირველ რიგში საკუთარი თავის წინაშე, ვყოფილიყავი კარგი სტუდენტი. საწყის ეტაპზე არ ვიცოდი ჩემი რესურსები სწორად როგორ გამომეყენებინა, ლექცია–სემინარების შემდეგ ძირითადად ბიბლიოთეკაში ვჩერდებოდი, შემდეგ სახლში, ეს სამი კომპონენტი ძალიან მომწონდა, თუმცა უფრო მეტი მსურდა...
ჩვენი სიყვარულის ისტორია 2019 წლის ზაფხულიდან იწყება, როცა თსუ-ის და საპატრიარქოს სტუდენტური ექსპედიციის წევრებს შორის მოვხვდი და ერთი თვით ჩემთვის უცხო მხარეში წავედი.ეს პირველი გრძელვადიანი გასვლა იყო და მოლოდინმაც არ დააყოვნა, მოწოდების სიმაღლეზე ავიდა და იქიდან უმზერდა გოგონას, რომელიც დროთა განმავლობაში ჯავახურ ჰაერს თავის ჰანგებზე გადაჰყავდა.
მე ვარ ლილით ოგანესიანი, თბილისის სახელმწიფო უნიერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული. 2011 წელს დავამთავრე ახალციხის მე–3 სომხურენოვანი საჯარო სკოლა. ამავე წელს „1+4“ პროგრამით ჩავაბარე უმაღლესში და 100%–იანი დაფინანსებით მოვხვდი თსუ–ს ქართული ენის მოსამზადებელ კურსზე. ბუნებრივია, ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვიყავი ასეთი მიღწევით.