6 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ისტორიკოსმა მიხეილ ბახტაძემ, თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის, ჩაატარა ლექცია თემაზე: „საქართველოს ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან 1918-1921 წლებში“.

ლექციაზე საუბარი იყო ამიერკავკასიის დემოკრატიული რესპუბლიკების (საქართველო,აზერბაიჯანი,სომხეთი, მთიელთა რესპუბლიკა) სამშვიდობო კონფერენციებზე; რესპუბლიკების ურთიერთნდობისა და დახმარების პირობების შემუშავებაზე ; საერთო ძალებით დამოუკიდებლობის დაცვაზე.
ლექციების ციკლი მიმდინარეობს "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. თსუ ახალგაზრდული ცენტრი პროგრამა PITA-ს ფარგლებში დაარსდა და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

იხილეთ ლექციის ვიდეო ჩანაწერი 

https://www.youtube.com/watch?v=NTL1z5VSKoE&feature=youtu.be&fbclid=IwAR1B3uHakZydIMf9FxApg3fUvjmBX95aF9q3jSmtBbZrGIwSvxFhgfegfxc