თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა კამპანია "არჩევნები-2020" განხორციელება დაიწყეს.
5-6-7 ოქტომბერს არაქართულენოვან სოფლებში ჩატარდა საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრები გოჰარ აღჯოიანი და (ნინოწმინდის რაიონის სოფელი ჯიგრაშენი და დილიფი) ჩიჩაკ ნასიბოვა (მარნეულის რაიონის სოფელი კაჩაგანი) ახალგაზრდა ამომრჩეველს შეხვდნენ.

შეხვედრების მიზანი არჩევნებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე მათი ინფორმირება და ცნობიერების გაზრდა იყო.
საინფორმაციო შეხვედრები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან, ასევე სოფლის ახალგაზრდა ამომრჩეველთან, კვლავ შედგება ნინოწმინდის რაიონის სოფელ პატარა არაქალში,დიდ გონდურაში და პატარა გონდურაში, მარნეულის რაიონის სოფელ ქირაჩ -მუღანლოში და კაპანახჩში.
გოჰარ აღჯოიანი და ჩიჩაკ ნასიბოვა ახალგაზრდა ამომრჩეველს ინფორმაციას მიაწოდებენ არჩევნებთან დაკავშირებულ შემდეგ საკითხებზე:
🔸არჩევნების არსი
🔸საქართველოშო არჩევითი ორგანოები
🔸დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრინციპები
🔸ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობა და საარჩევნო უფლების რეალიზება
🔸დეზინფორმაციის პრევენცია არჩევნებში
🔸COVID-19 პანდემია და არჩევნები.
✅ საინფორმაციო შეხვედრები დაიგეგმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიასა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან პარტნიორობით , საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებული „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში.
თსუ ახალგაზრდული ცენტრი პროგრამა PITA-ს ფარგლებში დაარსდა და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.