22 ნოემბერს თსუ ახალგაზრდულ ცენტრში სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა

თემა: ,,მრავალფეროვნების მართვა, ტოლერანტობა და სოციალური ინოვაციები".

 

ტრენერები: თეა ბულია , ლელა გიორგობიანი (,,პარტნიორები-საქართველო'')

ტრენინგი ჩატარდა „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის [PITA]" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები არიან სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი - CCIIR და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლებიც თსუ ახალგაზრდული ცენტრის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ.