თსუ ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა სამდღიანი ინტერკულტურული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდები -ჯავახეთიდან, ქვემო ქართლიდან, შიდა ქართლიდან და აჭარიდან.
კონფერენცია მიზნად ისახავდა ახალგაზრდების გაერთიანებას ისეთ თემებზე სადისკუსიოდ, როგორებიცაა კულტურა და სტერეოტიპები, საჯარო პოლიტიკა და კრიტიკული აზროვნება.
პროექტი ჩატარდა #Pita -ს ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრისა და #PeaceCorpsGeorgia -ს ორგანიზებით.