18 დეკემბერს, თსუ ახალგაზრდულ ცენტრში ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ქართველ და ოს ღვაწლმოსილ ადამიანებთან შეხვედრა ჩატარდა.მოეწყო გამოფენა თემაზე: "ქართულ-ოსური ლიტერატურული ურთიერთობები".

 

მოწვეული სტუმრები გახლდნენ თეიმურაზ მულდაროვი - ცხინვალის სახელმწიფო თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი, მერი გულარიძე- პედაგოგი, გივი შაჰნაზარი, მწერალი, მთარგმნელი; თამარ ბუხრაშვილი - პედაგოგი; ნინო გახელაძე - პედაგოგი; ია დავითაია-ექიმი; მზია ხეთაგური - პოეტი; მერი ცხოვრებოვა, მწერალი, მთარგმნელი.
ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი - ნაირა ბეპიევი.