საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში #დარჩისახლში, თსუ ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით მომზადდა ვიდეო ქართულ-აზერბაიჯანულ/ქართულ-სომხურ ენებზე , ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების და კურსდამთავრებულების ჩართულობით.
ახალგაზრდები მოუწოდებენ თანამოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ.
რეჟისორი - ნინო გელოვანი
ვიდეო მომზადდა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. თსუ ახალგაზრდული ცენტრი პროგრამა PITA-ს ფარგლებში დაარსდა და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ვიდეო-მიმართვა ქართულ-აზერბაიჯანულად
ვიდეო-მიმართვა ქართულ-სომხურად