დღეს გაიმართა თსუ ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე მოქმედი ტუტორიუმის პროგრამის მონაწილეებთან მორიგი სამუშაო ონლაინ-შეხვედრა. ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად, შეხვედრაზე უპირველეს ყოვლისა განხილულ იქნა სტუდენტთა საჭიროებები, მათი პრობლემები ონლიან- ლექციების მიმდინარეობის პროცესში და ტუტორების მხრიდან მხარდამჭერი მექანიზმები, აქტივობები.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე თსუ-ს ტუტორები აქტიურად და ეფექტურად ახორციელებენ ონლაინ-ტუტორინგს, რაც ძალიან ეხმარებათ თსუ ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის სტუდენტებს.
გარდა ამისა, შეხვედრაზე განვიხილეთ 2019-2020 აკადემიური წლის ტუტორიუმის პროგრამის მონიტორინგის შეფასება, რაც მნიშნელოვანი იყო განხორციელებული აქტივობების გასაანალიზებლად და დარჩენილი სემესტრის ფარგლებში ახალი და საინტერესო ღონისძიებების დასაგეგმად, ამ ეტაპისათვის ყველასთვის მოსახერხებელი ფორმატის გათვალისწინებით.
სამუშაო შეხვედრაზე ტუტორები გაეცნენ CCIIR-ის მიერ PITA-პროგრამის ფარგლებში სპეციალურად სტუდენტებისათვის შექმნილ ვებ-გვერდს, რომელიც ახლახანს განახლდა მოიცავს მრავალფეროვან, ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებსა და ინფორმაციას.
wwww.studentnet.ge -გვერდი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი რესურსი იქნება ყველა სტუდენტისათვის, განსაკუთრებით კი 1+4 პროგრამის სტუდენტებისათვის.
აღნიშნული ონლაინ სამუშაო შეხვედრა ორგანიზებულ იქნა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. თსუ ახალგაზრდული ცენტრი პროგრამა PITA-ს ფარგლებში დაარსდა და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.