15 აპრილს, 16.00 საათზე თსუ ახალგაზრდული ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა ონლაინ დისკუსია „კორონავირუსი და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ქსენოფობიური განცხადებები“.
მოდერატორი - კობა ჩოფლიანი, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორი.
ღონისძიებათა ციკლი ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის" პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. თსუ ახალგაზრდული ცენტრი პროგრამა PITA-ს ფარგლებში დაარსდა და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი.
იხილეთ ონლაინდისკუსიის ვიდეოჩანაწერი