23 აპრილს, 17:00 საათზე, თსუ ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით, ჩატარდა ქეთევან ხუციშვილის ონლაინ ლექცია თემაზე: „გაზიარებული სალოცავები - მშვიდობიანი თანაცხოვრების ელემენტები“.
ლექციების ციკლი მიმდინარეობს "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. თსუ ახალგაზრდული ცენტრი პროგრამა PITA-ს ფარგლებში დაარსდა და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
აღნიშნულ ბმულზე იხილეთ ლექციის ჩანაწერი
https://www.youtube.com/watch?v=7vSyAfKo_cM&fbclid=IwAR3iNCcqpO5cZWAMV6qU7wlesSoYhyFMv6lkT0JZzTE-hLMIjJqn1SLo9Ro