28 აპრილს, თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის ჩატარდა ონლაინ ტრენინგი თემაზე: „როგორ მოვამზადოთ და ჩავატაროთ პრეზენტაცია“. ტრენინგს უძღვებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან გოჩიტაშვილი.
ონლაინ ტრენინგის ძირითადი საკითხები გახლდათ :
▪️ პრეზენტაციის შედგენის და წარდგენის ძირითადი ტექნიკები,
▪️ საპრეზენტაციო ტექსტის სქემის განხილვა,
▪️ ტექსტის მომზადება სხვადასხვა ტიპის საჯარო გამოსვლისთვის;
▪️ პრეზენტაცია და დისკუსია.
ტრენინგი ჩატარდა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. თსუ ახალგაზრდული ცენტრი პროგრამა PITA-ს ფარგლებში დაარსდა და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
იხილეთ ტრენინგის ვიდეო ჩანაწერი