29 აპრილს თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „წიგნიერება- რა ვიკითხოთ იზოლაციის პირობებში?“ ლექციას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე.

მწერალი საუბრობს შემდეგ საკითხებზე - მხატვრული ლიტერატურა, როგორც ყოველდღიური აუცილებლობა , ლიტერატურული გმირების კავშირი რეალობასთან.
ლექციების ციკლი მიმდინარეობს "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. თსუ ახალგაზრდული ცენტრი პროგრამა PITA-ს ფარგლებში დაარსდა და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

იხილეთ ლექციის ვიდეო ჩანაწერი

https://www.youtube.com/watch?v=AFtLMmWHCCU&feature=youtu.be&fbclid=IwAR2EN-oJIQ65-NSbPYcp2ZuYUCoLbs4vpf5dCx6AKFZF0xZ035DyJuqgTYE