1 მაისს, თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სოციოლოგმა ემზარ ჯგერენაიამ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველო და ევროპა“.
ლექციაზე განხილული იქნა ქართულ-ევროპული სოციო-კულტურული ურთიერთობები.
ლექციების ციკლი მიმდინარეობს "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. თსუ ახალგაზრდული ცენტრი პროგრამა PITA-ს ფარგლებში დაარსდა და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.