5 მაისს, ჟურნალისტმა ირაკლი ტაბლიაშვილმა, თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის, ჩაატარა ონლაინ ლექცია თემაზე: „საქართველო დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე ოკუპაციის პირობებში“. ლექციის თემა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: საქართველო - ნატოს ურთიერთობის ისტორია, საქართველოს სწარფვა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისკენ, ნატოს წევრი ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითი, ნატოს წევრობა და ოკუპირებული ტერიტორიები.
ლექციების ციკლი მიმდინარეობს "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. თსუ ახალგაზრდული ცენტრი პროგრამა PITA-ს ფარგლებში დაარსდა და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

იხილეთ ლექციის ვიდეო ჩანაწერი

https://www.youtube.com/watch?v=zjrJ4Kh8S5U&fbclid=IwAR3B1ciWZAYP6dBI5jDa5UhzKzhykkIW8Gg5mCBAc7ppyajQVjsSNebzu8Y