ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტებისთვის ჩატარდა ონლაინ ტრენინგი: „დროის მენეჯმენტი პანდემიის პირობებში; ქოუჩინგის როლი კრიზისულ სიტუაციაში “.
ტრენინგი ჩატარდა ორ ნაწილად 7 მაისს და 13 მაისს. ტრენინგს უძღვებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორები - სტელა ტუფურია, ლიკა კოვზირიძე. ტრენინგის ძირითადი საკითხები გახლდათ:
I ნაწილი :
კრიზისის განხილვა გამოწვევების და შესაძლებლობების კუთხით;
კრიზისთან გამკლავების მეთოდები;
კრიზისში დროის გამოყენება უკეთესი მომავლის შესაქმნელად;
ქოუჩინგის როლი კრიზისულ სიტუაციაში;
ქოუჩინგის პრინციპები - რა არის მთავარი , რა არის მეორეხარისხოვანი.
II ნაწილი:
დროის მენეჯმენტი და მართვა ეფექტურად;
პრიორიტეტების განსაზღვრა და მიზნების მართვა.
ტრენინგი ჩატარდა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. თსუ ახალგაზრდული ცენტრი პროგრამა PITA-ს ფარგლებში დაარსდა და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.