15 მაისს, თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის, ჩატარდა ტრენინგი თემაზე: “ონლაინ სწავლება და სტუდენტთა შესაძლებლობები“ .

ტრენინგს უძღვებოდა შოთა ბარბაქაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის IT სამსახურის ხელმძღვანელი. ტრენინგზე განხილული იქნა : თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების მეთოდები; სასწავლო პლატფორმა Moodle-ის გამოყენება.

 ტრენინგი ჩატარდა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. თსუ ახალგაზრდული ცენტრი პროგრამა PITA-ს ფარგლებში დაარსდა და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.