20 მაისს თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე „მედიაწიგნიერება“. ლექციას უძღვებოდა განათლების ექსპერტი, თამარ მოსიაშვილი .

ლექციაზე ექსპერტმა განმარტა რას ნიშნავს მედიაწიგნიერება და როგორ მუშაობს ინფორმაციული განათლება, ისაუბრა სოციალური ქსელებში ყალბი ინფორმაციის გავრცელების საშიშროებაზე, განიხილა საბჭოთა პერიოდის პოსტერები საზოგადოებაზე მედიის გავლენის საილუსტრაციოდ.

 

 ლექცია ჩატარდა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. თსუ ახალგაზრდული ცენტრი პროგრამა PITA-ს ფარგლებში დაარსდა და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.