25 მაისს, თსუ ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით, შედგა 1+4 პროგრამის სტუდენტების შეხვედრა გიორგი შარვაშიძესთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან. რექტორმა ისაუბრა უნივერსიტეტში არსებულ სიახლეებზე და მიმდინარე პროგრამებზე; უნივერსიტეტის სტრატეგიაზე პანდემიის დროს; ელექტრონული სწავლების სირთულეების და ხარვეზების დაძლევის გზებზე. ონლაინ შეხვედრის დასკვნითი ნაწილი მოიცავდა კითხვა-პასუხის რეჟიმს, სტუდენტებმა ამომწურავი პასუხი მიიღეს ყველა კითხვაზე.
შეხვედრა ჩატარდა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. თსუ ახალგაზრდული ცენტრი პროგრამა PITA-ს ფარგლებში დაარსდა და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.