9 ივნისს ჩატარდა ტუტორებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ონლაინ-ტუტორინგის პერიოდში არსებული გამოწვევები, ვიმჯელეთ გამოწვევებთან გამკლავების სხვადასხვა საშუალებაზე და დავგეგმეთ ივნისის თვის აქტივობები. დაგეგმილი აქტივობები მოიცავს სტუდენტების საჭიროებების კვლევას ონლაინ-სწავლების პერიოდში, ტრენინგებისა და შეხვედრების ორგანიზებისათვის მათთვის საინტერესო საკითხების იდენტიფიცირებას.

კვლევის შედეგების მიხედვით და გამოვლენილი ინტერესების შესაბამისად, ტუტორები დაგეგმავენ და განახორციელებენ თემატურ ვორქშოპებს, პრეზენტაციებსა და ტრენინგებს თავიანთი ჯგუფების სტუდენტებთან ერთად.

 

ტუტორიუმის პროგრამა უკვე მეხუთე წელია ხორციელდება თსუ ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე. ტუტორიუმის მიზანია თსუ ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის სტუდენტების მხარდაჭერა როგორც აკადემიური, ისე სამოქალაქო ინტეგრაციის თვალსაზრისით. 

ღონისძიება ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში. ეს გახლავთ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG).  პროგრამის ერთ-ერთი პარტნიორი ორგანიზაციაა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი(CCIIR).