გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 5 ივნისს აღინიშნება. გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაზრდას გაუფრთხილდეს გარემოს და შეძლოს ბუნებასთან ჰარმონიაში თანაცხოვრება.


4 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე: "ნარჩენების მდგრადი მართვა და აქტუალური გამოწვევები". პრეზენტატორმა ანა პეტრიაშვილმა , არასამთავრობო ორგანიზაციის CENN-ის კომუნიკაციის მენეჯერმა, ისაუბრა ნარჩენებით გამოწვეულ პრობლემებზე, ნარჩენების მართვის კონცეფციაზე, საქართველოს ნარჩენების გადახარისხება/გადამუშავების სამომავლო გეგმებზე; განიხილა საქართველოს სტრატეგია და ევროპული ქვეყნების მაგალითები.
შეხვედრა ჩატარდა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. თსუ ახალგაზრდული ცენტრი პროგრამა PITA-ს ფარგლებში დაარსდა და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.