5 ივნისს , თსუ ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით , 1+4 პროგრამის სტუდენტებისთვის ჩატარდა ოქტაი ქაზუმოვის ონლაინ ლექცია თემაზე “ტოლერანტობა ქართულ პროზაში და პოეზიაში” .
ლექციაზე განიხილეს რელიგიური და ეთნიკური ტოლერანტობის მაგალითები ძველ ქართულ ლიტერატურაში, ვეფხისტყაოსანში, ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოებებში, ვაჟა - ფშაველას პოემებში სტუმარ-მასპინძელი და ალუდა ქეთელაური . ლექციის დასკვნითი ნაწილი მოიცავდა დისკუსიას თემაზე ტოლერანტობის მაგალითები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში .
ლექცია ჩატარდა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. თსუ ახალგაზრდული ცენტრი პროგრამა PITA-ს ფარგლებში დაარსდა და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.