6 ივნისს შედგა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე სამედიცინო მითები . ონლაინ შეხვედრას უძღვებოდა ექიმი რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი და პირველი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტრავმის მართვის სპეციალისტი არჩილ მარშანია . ექიმმა ისაუბრა რა სხვაობაა მეცნიერებასა და ფსევდომეცნიერებას შორის;როგორ ვრცელდება სამედიცინო მითები; როგორ ვებრძოლოთ დეზინფორმაციას ; განიხილა საზოგადოებაში გავრცელებული სახალისო და სიცოცხლისთვის საშიში მითები, მითები ვაქცინაციაზე და ვირუსებზე.
შეხვედრა ჩატარდა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. თსუ ახალგაზრდული ცენტრი პროგრამა PITA-ს ფარგლებში დაარსდა და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.