ტუტორების ახალი ნაკადის მიღება იწყება!!!

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი თსუ ახალგაზრდული ცენტრი „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ [PITA] ფარგლებში 2020-2021 სასწავლო წლისათვის აცხადებს ტუტორების შესარჩევ კონკურსს.


ტუტორიუმის მოხალისეობრივი პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA)“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG),აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის განხორციელებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით უზრუნველჰყოფს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი(CCIIR).
ტუტორიუმის პროგრამის მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის სტუდენტების ინტეგრაცია და ქართული ენის შესწავლის ხელშეწყობა გამოცდილი, უფროსკურსელი სტუდენტების დახმარებით.
ტუტორიუმი არის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არაფორმალური განათლების პროგრამა, რომლის ფარგლებში უფროსკურსელი სტუდენტები (საკალავრო და სამაგისრო საფეხური), ტუტორები, ერთი სემესტრის განმავლობაში ეხმარებიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის არაქართულენოვან სტუდენტებს აკადემიურ, საუნივერსიტეტო თუ სამოქალაქო სივრცეში ორიენტაციასა და სხვადასხვა საინტერესო აქტივობის განხორციელებაში.
ტუტორობა არის მეგობრობა, ურთიერთთანამშრომლობის გზით სწავლება და მხარდაჭერა. ამ გზით ქართულენოვანი და არაქარულენოვანი სტუდენტები ერთმანეთს უახლოვდებიან, ერთმანეთის კულტურას ეცნობიან, რის შედეგადაც ყალიბდება ტოლერანტული ურთიერთდამოკიდებულება.
წარმატებულ, აქტიურ და შემოქმედებითი უნარების მქონე ტუტორებს პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გადაეცემათ ტუტორის სერტიფიკატი. ტუტორები ასევე ისარგებლებენ პროგრამის მხრიდან დადებითი რეკომენდაციის გაწევის უპირატესობით სასწავლო სტიპენდიის მიღებისა თუ კარიერული წინსვლისათვის საჭიროების შემთხვევაში.
ტუტორების შერჩევის ეტაპები:
I ეტაპი – განაცხადის შევსება
II ეტაპი – გასაუბრება.
განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 21 სექტემბერი, 18:00 საათი.
განაცხადის შევსება შესაძლებელია ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1KuDqWLoNlZ8XfPe3sRsMotrUlW0kgej95D_CQb5f3tM/viewform?edit_requested=true&fbclid=IwAR2jMWdFrvUbIc72Djv2z-G3zdPDVVQpoxqmpO4XiQq1Xc7_aXZUf8ocn3w