თსუ ახალგაზრდული ცენტრის ახალი წევრებისთვის და გაწევრიანების მსურველთათვის შედგა საინფორმაციო - გაცნობითი შეხვედრა. შეხვედრას უძღვებოდა თსუ ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი კახა გაბუნია .
შეხვედრაზე ისაუბრეს PITA პროგრამაზე , ახალგაზრდული ცენტრის პროფილზე და ძირითად მიმართულებებზე, ცენტრში განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე, ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის არსებულ შესაძლებლობზე-კონკურსებში , თემატურ სკოლებში , გაცვლითი და საგრანტო პროგრამებში მონაწილეობის შესახებ.
შეხვედრა ჩატარდა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. თსუ ახალგაზრდული ცენტრი პროგრამა PITA-ს ფარგლებში დაარსდა და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.