6 ნოემბერს თსუ ახალგაზრდული ცენრის ინიციატივით ჩატარდა ტუტორიალი, ქართულ ენაში მომზადების 1+4 სტუდენტებისათვის, MOODLE-ში მუშაობის უნარების სრულყოფა-განვითარების მიზნით.
ტუტორიალი მოიცავდა სტუდენტთა რეგისტრაციაში დახმარებას, პლატფორმის სრულფასოვნად გამოყენების შესწავლას, ტელეფონის აპლიკაციის მეშვეობით მუდლის გამოყენებას. შეხვედრას უძღვებოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ეკატერინე ქუთათელაძე.
შეხვედრა ჩატარდა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. თსუ ახალგაზრდული ცენტრი პროგრამა PITA-ს ფარგლებში დაარსდა და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.