19 ნოემბერს, თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის ჩატარდა ონლაინ ლექცია-დისკუსია თემაზე "მრავალფეროვანი სასწავლო გარემო, როგორც რესურსი". ლექცია-დისკუსიას უძღვებოდნენ 2017 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა და 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გიორგი ჭაუჭიძე. მსმენელები გაეცნენ მულტიკულტურაზმის არსს ,განიხილეს საქართველოს კულტურული მრავალფეროვნება ისტორიულ ჭრილში , მრავალფეროვანი სასწავლო პროცესის მაგალითები და ჩიბათის სკოლის მიერ განხორციელებული, მულტიკულტურალიზმზე და ტოლერანტობაზე დაფუძნებული, პროექტები: "ეთნო რძლები" , "მეჩეთი სლიფივილში", ადვოკატირების კამპანია ნიგვზიანის რწმუნებულთან.
ლექციის ბოლოს მონაწილეები ჩაერთნენ როლურ თამაშებში , დისკუსიის მსვლელობისას მოწვეულ სტუმრებთან ერთად იმსჯელეს შემდეგ თემებზე : სტერეოტიპები, სტიგმატიზაცია, თანასწორობა, ტოლერანტობა და ამ კუთხით განიხილეს ქართული ანიმაციური ფილმი "რანინა".
ლექცია ჩატარდა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. თსუ ახალგაზრდული ცენტრი პროგრამა PITA-ს ფარგლებში დაარსდა და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.