სტაჟირება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისათვის!!!
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ,,ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს სტაჟირების პროგრამას კერძო და
არასამთავრობო სექტორში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის.
პროგრამის მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება, სამოქალაქო და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა და შრომის ბაზრის მიერ მოთხოვნადი სამუშაო კომპეტენციების და უნარების განვითარება;
სტაჟირების შესახებ დეტალები იხილეთ თანდართული ფაილში.