ავტო დაზღვევა მფლობელს ეხმარება ავტომობილის დაზიანება/განადგურება/ქურდობის, ასევე მძღოლისა და მგზავრის დაზარალებასთან დაკავშირებული ფინანსურ დანახარჯების თავიდან აცილებაში.

დაზღვევის პოლისი ასევე ანაზღაურებს ზარალს, რომელიც თქვენი ბრალეულობით მიადგა სხვა ავტომობილს, სხვის ქონებას ან ჯანმრთელობას.

 ავტო-დაზღვევა ანაზღაურებს შემდეგი რისკების შედეგად გამოწვეულ ზარალს:

ავტოსაგზაო შემთხვევა
ქურდობა, ძარცვა, გატაცება
ხანძარი, აფეთქება, თვითაალება
ვანდალიზმი (მესამე პირის მიერ განხორციელებული ბოროტგანზრახული ქმედება)
საგნების ვარდნა
სტიქიური მოვლენები.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, დაზღვეული შეძლებს ისარგებლოს ავტოდაზღვევის ჯგუფის 24 საათიანი უფასო მომსახურებით.

ანაზღაურების ლიმიტს ირჩევთ თავად ( 5000, 7000, ან 10000 ლარი.)