ჯანმრთელობის დაზღვევა მოიცავს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევისგან დაზღვევის პროგრამებს. პროგრამები შემუშავებულია კლიენტების სპეციფიკური მოთხოვნების გათვალისწინებით. სამედიცინო დაზღვევა შეიძლება მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების ნებისმიერ კომბინაციას და ანაზღაურების სხვადასხვა ლიმიტებს:
ჰოსპიტალური მომსახურება.
ამბულატორიული მომსახურება.
მედიკამენტების ანაზღაურება.
სასწრაფო-სამედიცინო მომსახურება.
სტომატოლოგიური მომსახურება.
ორსულობა-მშობიარობის ხარჯის ანაზღაურება.
ოჯახის ექიმის მომსახურება.
პროფილაქტიკური გამოკვლევების ანაზღაურება.
ჯანმრთელობის დაზღვევა შეიძლება იყოს ინდივიდუალური, ოჯახის წევრებზე მორგებული მომსახურებით ან კორპორატიული. დაზღვევის პოლისი ანაზღაურებს როგორც ამბულატორიული მომსახურების (ვიზიტები სპეციალისტებთან, გამოკვლევები, ანალიზები, ა.შ.), ასევე უეცარ ავადმყოფობასთან დაკავშირებული ხარჯების უმეტეს ნაწილს. ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაში ირჩევთ სასურველ პაკეტს და ყოველთვიურად იხდით თანხას.