ქონების დაზღვევის საშუალებით მფლობელს შეუძლია თავი დაიცვას გაუთვალისწინებელი მოვლენებისგან, რომლებიც გამოწვეულია უძრავი ქონების ან მისი შიგთავსის დაზიანებით ან მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად მისი განადგურებით.
სადაზღვევო ობიექტები:
კომპანიის კუთვნილი ნებისმიერი სახის უძრავი ქონება, შენობები და ნაგებობები;
სასაწყობე და სასაქონლე მარაგები;
საწარმოო ხაზი და ცალკეული მანქანა-დანადგარები.
სადაზღვევო რისკები:
ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა, საფრენი აპარატის ან მისგან გადმოვარდნილი საგნების დაცემა;
სტიქიური უბედურებები: წყალდიდობა, შტორმი, ქარიშხალი, სეტყვა, მეწყერი, ზვავი, თოვლის სიმძიმე, ქვების ვარდნა;
მიწისძვრა;
ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა;
წყლით დაზიანება,დატბორვა;
სხვადასხვა საგნების დაცემა, სატრანსპორტო საშუალების შეჯახება;
მესამე პირთა მართლსაწინაამღდეგო ქმედება, ვანდალიზმი;
მინების მსხვრევა.
სადაზღვევო თანხის სიდიდე განისაზღვრება ერთის მხრივ ქონების აღდგენითი ღირებულებით შენობა-ნაგებობის შემთხვევაში, ხოლო მეორეს მხრივ ქონების შენაცვლებითი ღირებულებით სასაწყობე/სასაქონლე მარაგებისა და საწარმოო ხაზის შემთხვევაში.