თსუ ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით ჩაიწერა ვიდეომიმართვა , ლონდონში მოღვაწე ექიმ-ინფექციონისტთან, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორთან, ნინო გოჩიტაშვილთან. მიმართვაში ექიმი- ინფექციონისტი პასუხობს ხშირად დასმულ კითხვებს კორონა ვირუსის პანდემიასთან დაკავშირებით.ვიდეომიმართვას თან ახლავს სომხური და აზერბაიჯანული სუბტიტრები.

 

ვიდეომიმართვა მომზადდა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. თსუ ახალგაზრდული ცენტრი პროგრამა PITA-ს ფარგლებში დაარსდა და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

  •  იხილეთ ვიდეო სომხური სუბტიტრებით

https://www.youtube.com/watch?v=csHOgSVbrNU&fbclid=IwAR1GaH6-J_lNYqcWWSlW0far1S9y38QL6ZDrrWydpKt5h0ZiStwIJ9XRuyY

  •  იხილეთ ვიდეო აზერბაიჯანული სუბტიტრებით

 https://www.youtube.com/watch?v=dYFOTf5--Fw&t=5s