თსუ ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით, სომეხი და აზერბაიჯანელი თანამოქალაქეებისთვის ცნობილი ექიმი- ინფექციონისტის, ჯანმრთელობის კვლევის კავშირის დირექტორის, მაია ბუწაშვილის ვიდეომიმართვა ჩაიწერა.მიმართვაში ექიმი- ინფექციონისტი აუცილებელ და საჭირო რჩევებს გვაძლევს COVID -19-ის პანდემიასთან დაკავშირებით.ვიდეოს თან ახლავს აზერბაიჯანული და სომხური სუბტიტრები.
თსუ ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით ჩაიწერა ვიდეომიმართვა , ლონდონში მოღვაწე ექიმ-ინფექციონისტთან, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორთან, ნინო გოჩიტაშვილთან. მიმართვაში ექიმი- ინფექციონისტი პასუხობს ხშირად დასმულ კითხვებს კორონა ვირუსის პანდემიასთან დაკავშირებით.ვიდეომიმართვას თან ახლავს სომხური და აზერბაიჯანული სუბტიტრები.