თსუ ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით, სომეხი და აზერბაიჯანელი თანამოქალაქეებისთვის ცნობილი ექიმი- ინფექციონისტის, ჯანმრთელობის კვლევის კავშირის დირექტორის, მაია ბუწაშვილის ვიდეომიმართვა ჩაიწერა.მიმართვაში ექიმი- ინფექციონისტი აუცილებელ და საჭირო რჩევებს გვაძლევს COVID -19-ის პანდემიასთან დაკავშირებით.ვიდეოს თან ახლავს აზერბაიჯანული და სომხური სუბტიტრები.

 გავითვალისწინოთ პროფესიონალის რეკომენდაციები და დავიცვათ საკუთარი თავი, ახლობლები და თანამოქალაქეები დაინფიცირებისგან!

თარგმანზე მუშაობდნენ თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრები: თაქუშა მაკარიანი (სომხური) და ჩიჩეკ ნასიბოვა (აზერბაიჯანული).

ვიდეომიმართვა მომზადდა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. თსუ ახალგაზრდული ცენტრი პროგრამა PITA-ს ფარგლებში დაარსდა და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

იხილეთ ვიდეო აზერბაიჯანული სუბტიტრებით

https://www.youtube.com/watch?v=nsTeasJiFls&t=1s

 იხილეთ ვიდეო   სომხური სუბტიტრებით

https://www.youtube.com/watch?v=zPN4Klpe7GM&t=9s