ონლაინ სწავლების დადებითი და უარყოფითი მხარეები!

  • Lili Karapetyan
  • Lili Karapetyan's Avatar თემის ავტორი
მეტი
14 აპრ 2020 11:06 #1 ავტორი: Lili Karapetyan
მოგესალმებით, ძვირფასო სტუდენტებო!

სამწუხაროდ დღეს ისეთი მდგომარეობაა შექმნილი მსოფლიოში, რომ გვინდა თუ არა ჩვენ ყველანი რაღაც საკითხებთან დაკავშირებით დათმობაზე უნდა წავიდეთ. ამ მხრივ, ჩვენ, სტუდენტებმაც უნდა მივიღოთ სწორი და გონივრული გადავწყვეტილება,სჯობს დისტანციურად,ინტერნეტის მეშვეობით ვისწავლოთ,ვიდრე დავკარგოთ სემესტერი და არა მარტო სემესტრი,დავკარგოთ ნახევარი წელი, ნახევარი წლით გვიან გავხვდეთ კარგი სპეციალისტები, ვიმუშაოთ და დავეხმაროთ იმათ, ვისაც სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა!

არ ვიცი,რამდენად დამეთანხმებით, მაგრამ მინდა გაგაცნოთ ონლაინ სწავლის დადებითი და უარყოფითი მხარების შესახებ ინფორმაცია: .
უარყოფითი მხარე:
ის რაც ნამდვილად პრობლემაა ამ მეთოდით სწავლისას არის სასწავლო მასალა.რადგან ბევრი სტუდენტი არდადაგების მერე იმყოფებოდა თავიანთ ქალაქებში და სოფლებში, მათ ვერ მოსაწრეს ჩამოსვლა თბილისში და წიგნების შესყიდვა,ონლაინ წიგნების მოძიება კი არაა ადვილი, რადგან ბევრი წიგნის PDF-ვერსია არ არსებობს. შესაბამისად, სტუდენტებს უწევთ მთელი დღის მანძილზე კომპიუტერში ან ტელეფონში წაკითხვა.
წარმოვიდგინოთ, სტუდენტი მთელი დღე სწავლობს კომპიუტერით, მერე ზუმით სემინარი აქვს და კომპიუტერთან არის, სემინარის მერე იწყება ახალი ლექცია და ფაქტობრივად სტუდენტი სულ კომპუტერთან ზის. ეს მას ძალიან მალე ღლის და ცუდად მოქმედებს მხედველობაზეც.
სხვა მხრივ, თუ გარკვეულ პერიოდში წიგნში შეგიძლია წაიკითხო 100 გვერდზე მეტი, კომპიუტერით ეს არაა შესაძლებელი,არც კომფორტულია და ჯანმრთელობისთვისაც ცუდია.
ამ შემთხვევაში მგონი ძალიან გონივრული გადაწყვეტილება იქნება-ლექტორებმა აირჩიონ ყველაზე მნიშვნელოვანი სრული სასწავლო მასალიდან და ეს ნაწილი ჩვენ გამოგვიგზავნონ სასწავლად, ანუ მოახდინონ მასალის გადამუშავება.

სტუდენტებს,რომლებსაც არ აქვთ წვდომა ხარისხიან ინტერნეტთან, ან შეიძლება მათთვის საერთოდაც რთული იყო ინტერნეტთან წვდომა ფინანსური პრობლემის გამო, შესაბამისად ვერ შეძლებენ zoom-ის პროგრამაში საათობით ჩართვას და ლექციის მოსმენას, ან სემინარის ჩაბარებას. ასეთ დროს სტუდენტი რჩება ყველანაირი ლექციის გარეშე. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის ყველა მნიშვნელოვანი უარყოფითი თვისება და პრობლემური საკითხი ონლიან- სწავლების დროს.


დადებითი რაც არის, ესენია:
1)არ მოგვიწევს დილით ადრე აღდგომა და უნივერსიტეტში სიარული.
2)ვერ დავკარგავთ სემესტრს.
3)დავრჩებით ჩვენს რეგიონებში,ჩვენს სახლებში ოჯახთან ერთად და სახლიდან ვისწავლით და ა.შ.

თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე რაც უნდა იყოს, სხვა გამოსავალი არ არის, მაქსიმალურად უნდა მოვერგოთ არსებულ სიტუაციას და ვცადოთ ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. ვთხოვოთ ოჯახის წევრებს დახმარება, დავუკავშირდეთ უნივერსიტეტს, მხარი დაგვიჭიროს ასეთი სირთულეების მოგავრებაში.

გისურვებთ წარმატებებს!

იმისათვის რომ შეუერთდეთ ფორუმს საჭიროა შესვლა or რეგისტრაცია