საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში #დარჩისახლში, თსუ ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით მომზადდა ვიდეო ქართულ-აზერბაიჯანულ/ქართულ-სომხურ ენებზე , ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების და კურსდამთავრებულების ჩართულობით.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში #დარჩისახლში თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა: ლილით კარაპეტიანმა, ქეთი ზარანდიამ და თაქუშა მაკარიანმა მოამზადეს სარეკომენდაციო პოსტერები სომხურად COVID-19 ის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით.
28 თებერვალს PITA-ს პროგრამის ფარგლებში თსუ ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის პედაგოგებისათვის ჩატარდა ვორქშოპი სასწავლო პროცესში ელ.რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით.
24 დეკემბერს , თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორთან, ფიქრია ვარდოსანიძესთან ერთად განიხილეს შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები
20 დეკემბერს, თსუ ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა თემაზე - მედია და სიმულაციური რეალობა.
18 დეკემბერს, თსუ ახალგაზრდულ ცენტრში ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ქართველ და ოს ღვაწლმოსილ ადამიანებთან შეხვედრა ჩატარდა.მოეწყო გამოფენა თემაზე: "ქართულ-ოსური ლიტერატურული ურთიერთობები".
18 დეკემბერს თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგი-"კონფლიქტების მართვა და მისი მოგვარების გზები.
თსუ ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა სამდღიანი ინტერკულტურული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდები -ჯავახეთიდან, ქვემო ქართლიდან, შიდა ქართლიდან და აჭარიდან.
22 ნოემბერს თსუ ახალგაზრდულ ცენტრში სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა
თემა: ,,მრავალფეროვნების მართვა, ტოლერანტობა და სოციალური ინოვაციები".
დასრულდა ტუტორიუმის პროგრამის მე-4 ფაზა! შემაჯამებელ ღონისძიებაზე, რომელიც თსუ-ში გაიმართა პროგრამაში მონაწილე ტუტორები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
10 აპრილს, თსუ ახალგაზრდულ ცენტრში ტუტორიუმის პროგრამის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ტუტორიუმის პროგრამა თსუ ახაგაზრდული ცენტრის ბაზაზე 2016 წლის გაზაფხულის სემესტრიდან ამოქმედდა და დღემდე აქტიურად მუშაობს.
11 აპრილს, თსუ ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა სპექტაკლი "მაპატიე".
სპექტაკლი, რომელიც გენდერული თანასწორობის თემას ეხება ცენტრის სტუდენტების ინიციატივით დაიდგა და მასში თავად მონაწილეობენ.