25 მაისს, თსუ ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით, შედგა 1+4 პროგრამის სტუდენტების შეხვედრა გიორგი შარვაშიძესთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან.
20 მაისს თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე „მედიაწიგნიერება“. ლექციას უძღვებოდა განათლების ექსპერტი, თამარ მოსიაშვილი .
15 მაისს, თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის, ჩატარდა ტრენინგი თემაზე: “ონლაინ სწავლება და სტუდენტთა შესაძლებლობები“ .
ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტებისთვის ჩატარდა ონლაინ ტრენინგი: „დროის მენეჯმენტი პანდემიის პირობებში; ქოუჩინგის როლი კრიზისულ სიტუაციაში “.
6 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ისტორიკოსმა მიხეილ ბახტაძემ, თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის, ჩაატარა ლექცია თემაზე: „საქართველოს ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან 1918-1921 წლებში“.
5 მაისს, ჟურნალისტმა ირაკლი ტაბლიაშვილმა, თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის, ჩაატარა ონლაინ ლექცია თემაზე: „საქართველო დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე ოკუპაციის პირობებში“.
1 მაისს, თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სოციოლოგმა ემზარ ჯგერენაიამ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველო და ევროპა“.
29 აპრილს თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „წიგნიერება- რა ვიკითხოთ იზოლაციის პირობებში?“ ლექციას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე.
28 აპრილს, თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის ჩატარდა ონლაინ ტრენინგი თემაზე: „როგორ მოვამზადოთ და ჩავატაროთ პრეზენტაცია“. ტრენინგს უძღვებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან გოჩიტაშვილი.
23 აპრილს, 17:00 საათზე, თსუ ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით, ჩატარდა ქეთევან ხუციშვილის ონლაინ ლექცია თემაზე: „გაზიარებული სალოცავები - მშვიდობიანი თანაცხოვრების ელემენტები“.
17 აპრილს 17.00 საათზე თსუ ახალგაზრდული ცენტრის მხრდაჭერით ჩატარდა დათო ტურაშვილის ონლაინ ლექცია თემაზე: "იზოლაცია წიგნებთან ერთად".
15 აპრილს, 16.00 საათზე თსუ ახალგაზრდული ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა ონლაინ დისკუსია „კორონავირუსი და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ქსენოფობიური განცხადებები“.
დღეს თსუ-ს ტუტორიუმის პროგრამის მონაწილეებისა და ცენტრის სხვა წევრებისათვის ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ფსიქოლოგ მანანა მელიქიშვილთან. შეხვედრის თემატიკა იყო: "ფსიქოლოგის რჩევები პანდემიის დროს". შეხვედრა გაიმართა zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.
#დარჩისახლში
ახალი საინფორმაციო პოსტერი ჩვენი ცენტრის აქტიური წევრებისგან!!!
პოსტერის ავტორი: ანა ხარებაშვილი
თარგმნა სომხურ ენაზე: გოჰარ აღჯოიანი
თარგმნა აზერბაიჯანულ ენაზე: ჩიჩეკ ნასიბოვა
დღეს გაიმართა თსუ ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე მოქმედი ტუტორიუმის პროგრამის მონაწილეებთან მორიგი სამუშაო ონლაინ-შეხვედრა. ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად, შეხვედრაზე უპირველეს ყოვლისა განხილულ იქნა სტუდენტთა საჭიროებები, მათი პრობლემები ონლიან- ლექციების მიმდინარეობის პროცესში და ტუტორების მხრიდან მხარდამჭერი მექანიზმები, აქტივობები.