სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ,,ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს სტაჟირების პროგრამას აზერბაიჯანულენოვანი ახალგაზრდებისათვის.
სტაჟირება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისათვის!!!
19 ნოემბერს, თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის ჩატარდა ონლაინ ლექცია-დისკუსია თემაზე "მრავალფეროვანი სასწავლო გარემო, როგორც რესურსი". ლექცია-დისკუსიას უძღვებოდნენ 2017 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა და 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გიორგი ჭაუჭიძე.
6 ნოემბერს თსუ ახალგაზრდული ცენრის ინიციატივით ჩატარდა ტუტორიალი, ქართულ ენაში მომზადების 1+4 სტუდენტებისათვის, MOODLE-ში მუშაობის უნარების სრულყოფა-განვითარების მიზნით.
თსუ ახალგაზრდული ცენტრის ახალი წევრებისთვის და გაწევრიანების მსურველთათვის შედგა საინფორმაციო - გაცნობითი შეხვედრა. შეხვედრას უძღვებოდა თსუ ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი კახა გაბუნია .
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR), საინფორმაციო კამპანიის ,,ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა“ ფარგლებში სამდღიანი ტრენერთა ტრენინგის ჩატარება დაიწყო.
თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა კამპანია "არჩევნები-2020" განხორციელება დაიწყეს.
5-6-7 ოქტომბერს არაქართულენოვან სოფლებში ჩატარდა საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრები გოჰარ აღჯოიანი და (ნინოწმინდის რაიონის სოფელი ჯიგრაშენი და დილიფი) ჩიჩაკ ნასიბოვა (მარნეულის რაიონის სოფელი კაჩაგანი) ახალგაზრდა ამომრჩეველს შეხვდნენ.
თსუ ახალგაზრდული ცენტრი 2015 წლის დეკემბერში დაფუძნდა, ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის (1+4 პროგრამა) ბაზაზე. ის ორიენტირებულია ახალგაზრდების საჭიროებებზე, სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებასა და სტუდენტთა სამოქალაქო ჩართულობისა და ინტეგრაციის ხარისხის გაზრდაზე.
ტუტორების ახალი ნაკადის მიღება იწყება!!!
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი თსუ ახალგაზრდული ცენტრი „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ [PITA] ფარგლებში 2020-2021 სასწავლო წლისათვის აცხადებს ტუტორების შესარჩევ კონკურსს.
დღეს გაიმართა ტუტორებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე ერთ-ერთმა ტუტორმა, ქეთი ზარანდიამ წარმოადგინა ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის სტუდენტთა გამოკითხვის შედეგები, რომელიც ეხებოდა საბაკალავრო საფეხურზე გადასვლის ეტაპისათვის პროფესიების არჩევას.
9 ივნისს ჩატარდა ტუტორებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ონლაინ-ტუტორინგის პერიოდში არსებული გამოწვევები, ვიმჯელეთ გამოწვევებთან გამკლავების სხვადასხვა საშუალებაზე და დავგეგმეთ ივნისის თვის აქტივობები. დაგეგმილი აქტივობები მოიცავს სტუდენტების საჭიროებების კვლევას ონლაინ-სწავლების პერიოდში, ტრენინგებისა და შეხვედრების ორგანიზებისათვის მათთვის საინტერესო საკითხების იდენტიფიცირებას.
6 ივნისს შედგა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე სამედიცინო მითები . ონლაინ შეხვედრას უძღვებოდა ექიმი რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი და პირველი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტრავმის მართვის სპეციალისტი არჩილ მარშანია .
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 5 ივნისს აღინიშნება. გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაზრდას გაუფრთხილდეს გარემოს და შეძლოს ბუნებასთან ჰარმონიაში თანაცხოვრება.
5 ივნისს , თსუ ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით , 1+4 პროგრამის სტუდენტებისთვის ჩატარდა ოქტაი ქაზუმოვის ონლაინ ლექცია თემაზე “ტოლერანტობა ქართულ პროზაში და პოეზიაში” .
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტის (AA Facility) მხარდაჭერით, აცხადებს კვლევის საპროექტო წინადადებების კონკურსს